27 აპრილი 2024,   07:00
ვრცლად
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქუთაისის სკოლა "მართვეში" "ქართული ოცნების" დროშაა განთავსებული

"ხელისუფლება უდიერად ექცევა, როგორც სახელმწიფო დროშას, ასევე ბავშვებს" - ასე აფასებს პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ქუთაისის საფეხბურთო სპორტულ სკოლაში არსებულ მდგომარეობას.

ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ სკოლა "მართვეში" ინფრასტრუქტურა მოშლილი და ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სკოლაში, სადაც 400-მდე ბავშვი დადის, არ არის სათანადო მდგომარეობა და ეს არის მაგალითი იმისა, როგორ უდიერად ეპყრობა სახელმწიფო ბავშვებს. 

მისი თქმით, სკოლაში ქართულ დროშაზე სამჯერ დიდი ზომის "ქართული ოცნების" დროშაა განთავსებული და დაუშვებელია, პარტიული სიმბოლიკის სკოლაში არსებობა. 

"ხელისუფლება 400-მდე ბავშვს ეუბნება რომ ფეხზე კიდია. აქ ბავშვები ვარჯიშობენ, არ არის სათანადო პირობები და საფრთხის შემცველი მდგომარეობა.  აქვე, უდიერი დამოკიდებულებაა სახელმწიფო დროშის მიმართ, დროშაზე  სამი ზომით დიდ "ქართული ოცნების" დროშაა განთავსებული,  რატომ უნდა იყოს პარტიული სიმბოლოკები, იქ, სადაც ბავშვები არიან? ეს არის მაგალითი იმის, როგორ ესაუბრება სახელმწიფო ბავშვებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიყოს ბიუჯეტიდან თანხა და მოხდეს რეაბილიტაცია," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები