02 ივლისი 2020,   18:49
ვრცლად
პოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

პოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ. გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ.

პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს,"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები