27 აპრილი 2024,   00:41
ვრცლად
დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია შესაძლოა ვადაზე ადრე გათავისუფლდეს

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია შესაძლოა ვადაზე ადრე გათავისუფლდეს.

როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, გიორგი ჯანაშიამ უდოს კომისიას გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მიმართა.

გიორგი ჯანაშიამ დანაშაული აღიარა, რის შემდეგაც პატიმრობის ვადა 8 წელი განესაზღვრა, აქედან 4 წელი პირობითად. უდოს კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გიორგი ჯანაშია საპატიმროს 2021 დეკემბერში დატოვებს.

"მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენება იმ ნაწილში, რომ მან დაინახა, თითქოს მიხეილ კალანდიას ხელში ეჭირა დანის მაგვარი საგანი, აი ამის სანაცვლოდ მასთან გააფორმეს საპროცესო შეთანხმება და ახლა ითხოვს იმ საპროცესო შეთანხმების დადგენილ ვადაზე ადრე გათავისუფლებას, რამეთუ ხედავს მის მიერ მიცემული ეს ინდულგენცია ხელისუფლებისთვის არის არაჩვეულებრივი, მას უჭირავს კოზირი და ეუბნება, თუ ახლა მე თქვენ უდოთი არ გამიშვებთ, მაშინ მე ავდგები და ვიტყვი იმ ჩინოსნებს, რომლებმაც დაიყოლიეს ამ განაჩენის მისაცემად," - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

დღის ამბები