26 აპრილი 2024,   23:49
ვრცლად
"აზრთა სხვადასხვაობა უკვე დაწყებულია მათში, ეს უკვე აშკარაა და გამოიკვეთა" - კახა კალაძე ოპოზიციის შესახებ

"ქართული ოცნების" პოლიტიკურის საბჭოს წევრის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდიც სხვა პარტიების მსგავსად წინასაარჩევნო სამზადისშია. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, თბილისის მერი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია თავის დროზე გასაჯაროვდება.

აქვე, კახა კალაძე მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი წევრების განცხადებებსაც აფასებს.

"აზრთა სხვადასხვაობა უკვე დაწყებულია მათში, ეს უკვე აშკარაა და გამოიკვეთა. ჯერ გიორგი ვაშაძესთან მიმართებაში, შემდეგ ვინ სად დააყენებს კანდიდატურას. ხედავთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საკმაოდ საინტერესო გველოდება, კინო აწი იწყება. როგორც ყველა პარტია, რა თქმა უნდა მმართველი პარტიაც მუშაობს, მიმდინარეობს სამზადისი საარჩევნოდ, რაც შეეხება კანდიდატებს, ეს იქნება მაჟორიტარულ ოლქებში ჩვენი მხრიდან წარდგენილი თუ საარჩევნო სიაში, ყველა კანდიდატი, რა თქმა უნდა ცნობილი იქნება თქვენთვის და ასევე საზოგადოებისთვის. ამას ექნება თავისი დრო," - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები