06 მაისი 2024,   07:27
ვრცლად
COVID -19-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში იზრდება, ხოლო ევროპაში იკლებს - ბოლო სტატისტიკა მსოფლიოდან

7 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა მსოფლიოში, მათგან 400 000-ზე მეტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3 მილიონ ნახევარს აღწევს.

მონაცემები მატულობს მეზობელ ქვეყნებში. მძიმე ვითარებაა სომხეთში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსი 766-ს ადამიანს დაუდასტურდა და 10 პაციენტი გარდაიცვალა, შედეგად კოვიდინფექციით ლეტალობის რიცხვმა საერთო ჯამში 200-ს მიაღწია.

5 800-ს აჭარბებს დაღუპულთა რაოდენობა რუსეთში. თურქეთში ეს მაჩვენებელი 4 700-მდეა გაზრდილი. აზერბაიჯანში კი 88 ფატალური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსის შემთხვევები იკლებს ევროპის ქვეყნებში. დიდ ბრიტანეთში 23 მარტის შემდეგ გარდაცვალების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღეიდან ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან დიდ ბრიტანეთში ჩასული მოგზაურები. თებერვლის შემდეგ პირველად COVID -19-ის არცერთი შემთხვევა აღარ ფიქსირდება ახალ ზელანდიაში.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრი კვლავ შეერთებული შტატებია, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2 მილიონს აჭარბებს.

დღის ამბები