06 მაისი 2024,   06:17
ვრცლად
ლონდონში ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

ლონდონში ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს და სამართალდამცველებს ბოთლები და სხვა ნივთები ესროლეს. აქციაზე დაშავდა 14 პოლიციელი.

სამართალდამცველებმა 29 აქტივისტი დააკავეს.

ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში კი დემონსტრანტებმა მონებით მოვაჭრის ქანდაკება ჩამოაგდეს და მდინარეში გადააგდეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ბრიუსელში, სადაც ათასობით დემონსტრანტმა რასიზმი დაგმო.

ამერიკაში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას საპროტესტო გამოსვლები ავსტრალიაში, ბრაზილიაში, საფრანგეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მოჰყვა.

დღის ამბები