06 მაისი 2024,   05:27
ვრცლად
"თქვენი კლინიკა" - "რუსთავი 2" ახალ პროექტს იწყებს

"რუსთავი 2" ახალ პროექტს იწყებს -  "თქვენი კლინიკა" ეთერში ყოველ კვირა დღეს გავა. ეს არის გადაცემა, რომელიც ყველა საინტერესო თემას შეეხება - დაავადებებს, პანდემიებს, მკურნალობისა თუ პრევენციის მეთოდებს. "თქვენი კლინიკა" უკვე 3 წამყვანით და ინტერაქციული ფორმატით ყოველ კვირას 18:00 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება.

ბიძინა კულუმბეგოვი და ნინო ჩოგოვაძე "თქვენი კლინიკის" მთავარი ექიმები იქნებიან. facebook-ის საშუალებით კი მაყურებელს ნებისმიერი დაავადებისა თუ ვირუსის შესახებ წინასწარ შეეძლება კითხვის გაგზავნა, რაზეც ამომწურავ პასუხს გადაცემის მსვლელობის დროს მიიღებს.

"თქვენი კლინიკის" შემქმნელები უყურადღებოდ არ დატოვებენ არც ერთ სამედიცინო კითხვას, მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა თუ მკურნალობის მეთოდების შესახებ. გადაცემის წამყვანები განიხილავენ არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს საინტერესო მიღწევებს, გამოგონებებსა და აღმოჩენებს ამ სფეროში. 

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

 

 

 

 

დღის ამბები