08 მაისი 2024,   07:55
ვრცლად
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის სამი პირი დააკავეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის სამი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა დაამზადეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები 300 ათასი ლარის ღირებულების რუსული ხორბლის ფიქტიურად მიწოდების თაობაზე, რა გზითაც საკუთარ კომპანიას შეუქმნეს 50 ათას ლარამდე დღგ-ს ყალბი აქტივი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლით რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.

დღის ამბები