03 მაისი 2024,   04:23
ვრცლად
დედაქალაქის მოსახლეობას პირობა მივეცი, რომ ყველაზე მეტ რეკრეაციულ სივრცეს ვაჩუქებდით მათ და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ - კახა კალაძე

მზიურის პარკის გახსნისას თბილისის მერმა კახა კალაძემ მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, მის მიერ მოსახლეობისათვის მიცემულ პირობას, მეტი რეკრეაციული სივრცის გაკეთების შესახებ აუცილებლად აასრულებს. 

"დედაქალაქის მოსახლეობას პირობა მივეცი რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტ რეკრეაციულ სივრცეს აჩუქებს დედაქალაქს და ჩვენ ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ. დღეს მზიურის პარკის გახსნაა, მომავალში დაგეგმილია ასევე "კიკვიძის პარკის" გახსნაც, რომელიც ასევე, ძალიან კარგი გამოვიდა. ამასთან, დაგეგმილია ვაკის პარკის რეაბილიტაციაც,"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები