06 მაისი 2024,   21:24
ვრცლად
უნდა იყოს ძალიან ღირსეული კანდიდატურა, რომ საზოგადოებისთვის იყოს მისაღები - გიგლა ბარამიძე ოპოზიციურ კანდიდატებზე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ მაჟორიტარების აკუმულირება არ უნდა მოხდეს ერთი პოლიტიკური ძალის ხელში.  განცხადება გიგლა ბარამიძემ თბილისის 8 ოლქის ოპოზიციური კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც ოპოზიცია უახლოეს დღეებში დაასახელებს.

"მიზანი არის არ ის, რომ გინდა თუ არა, რაც შეიძლება მეტი კანდიდატი წარმოადგინოს ერთმა პარტიამ, პირიქით მაჟორიტარების აკუმულირება არ უნდა მოხდეს ერთი პოლიტიკური ძალის ხელში. ამავე დროს უნდა იყოს ძალიან ღირსეული კანდიდატურა, რომ საზოგადოებისთვის იყოს მისაღები

კანდიდატებს ვიდრე ოფიციალურად არ გავაჟღერებთ, არ დავასახელებთ წინასწარ, ვიღაცა შეიძლება იყოს, ვიღაცა არა. განიხილება ბატონი ელისაშვილის კანდიდატურაც, მე როგორც ვიცი,"- აცხადებს გიგლა ბარამიძე.

დღის ამბები