06 მაისი 2024,   10:25
ვრცლად
ვარკეთილში დამწვარი ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა, სპეციალისტებთან ერთად, ზარალის აღწერა დაიწყეს

ვარკეთილში დამწვარი ბაზრის ტერიტორიაზე, დღეს დილიდან, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შესაძლებლობა მიეცათ, კომერციული ფართები დაეთვალიერებინათ. მოვაჭრეებმა სპეციალისტებთან ერთად ზარალის აღწერაც დაიწყეს.

"ვარკეთილის ბაზარში, ექსპერტებთან ერთად, მოვაჭრეები შესვლა დაიწყო. ადგილზე მათი ზარალის აღრიცხვა მოხდება,"- აცხადებს თბილისის სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.

ტერიტორიაზე მაქსიმუმ 80 ადამიანი შევა და ამ ეტაპზე, სწორედ მათი ზარალის აღრიცხვა და დახმარება მოხდება. 

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ ადგილზე პროდუქტის რაოდენობრივი მონაცემები მიიტანეს, რის შემდეგ უფრო ზუსტად მოხდება ზარალის აღრიცხვა. 

დღის ამბები