03 მაისი 2024,   04:11
ვრცლად
უკრაინის "რადამ" გაითვალისწინა ჩვენი წუხილები და არგუმენტები და როგორც ნახეთ ბატონი სააკაშვილის კანდიდატურა მოიხსნა პარლამენტის დღის წესრიგიდან - არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ ელჩის ყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, მითუმეტეს ახლა, როდესაც კონსტიტუციას კენჭი უნდა უყარონ.

"ჯერ ეს ერთი ვაშინგტონამდე ეს მისულია და ამას ადასტურებს ქალბატონი ელჩის კელი დეგნანის განცხადება, სადაც ის მყისიერად გამოეხმაურა ამასთან დაკავშირებულ ინტერპრეტაციებს და თქვა, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული საიმედო პარტნიორი, ეს ერთი. მეორე - ეს ვაშინგტონში მიტანილია, როდესაც მთავრობა, სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის შეერთებული შტატების ქვეყანას და ქვეყნის პროგრესს აფასებს პოზიტიურად.

ახლა რაც შეეხება ელჩი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი რატომ არ დავიბარეთ. საგარეო საქმეთა მინისტრს შემდეგ პირველივე მინისტრის საათზე მოუსმენს პარლამენტი და მას რეგლამენტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, აქვს ვალდებულება ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს.

რაც შეეხება ელჩს, ბატონ დავით ბაქრაძეს, რომელიც მე ვთვლი, რომ არის ძალიან კარგი და წარმატებული ელჩი და ძალიან გამოცდილი ახალგაზრდა ადამიანი. მის გამოძახებას და დაბარებას პარლამენტში რაც შეეხება, ის დღეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღეს არის მსოფლიოში პანდემია, არის შეზღუდვები როგორც მგზავრობასთან, ასევე ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, როდესაც გამოყენებულია 2 კვირიანი საკარანტინო პერიოდები აქაც და იქაც, ერთი ეს არის და მეორე: მისი ყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლა განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ კენჭი უნდა ვუყაროთ კონსტიტუციას, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი დაუყოვნებლივ ჩამოყვანა თბილისში," – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ჟურნალისტის კითხვას: "თუმცა პანდემია და კარანტინი უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოძახებას არ უშლიდა ხელს, 2 კვირა იყო თბილისში კარანტინში, ვიდრე მოისმინეს მისი განმარტებები," – არჩილ თალაკვაძემ უპასუხა:

"რატომ იყო მოდი ესეც განვიხილოთ. იყო იმიტომ, რომ მე მივმართე ჩემს კოლეგას, ვესაუბრე, მივმართე წერილობით. უკრაინის "რადამ" გაითვალისწინა სხვათა შორის ჩვენი წუხილები და არგუმენტები და როგორც ნახეთ ბატონი სააკაშვილის კანდიდატურა ფაქტობრივად მოიხსნა პარლამენტის დღის წესრიგიდან.

რაც შეეხება ელჩის დაბარებას, მე მგონი ნახეთ ხომ პერიოდი როდის ჩამობრძანდა ის, პირველ დღესვე ის არ ჩამოსულა. საგარეო ურთიერთობები არ არის კმაყოფილების სფერო, აქ ფაქტობრივად რესურსი არის ამოუწურავი. რაც უფრო მეტს იმუშავებ არის უკეთესი," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები