06 მაისი 2024,   01:09
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორი დადებითად აფასებს

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორი დადებითად აფასებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილება მისასალმებელია. ლევან ნატროშვილი პარლამენტის სხვა წევრებსაც, მათ შორის ენმ-ს, მოუწოდებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.

მნიშვნელოვან პოზიტიურ გადაწყვეტილებად აფასებს საპარლამენტო პარტიის პოზიციას "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" დირექტორი მიხეილ ბენიძეც. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად წაადგება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს.

დღის ამბები