06 მაისი 2024,   03:45
ვრცლად
სიმბოლურია, რომ სწორედ ერთი წლის თავზე საქართველოს პარლამენტს მაინც უწევს საკუთარი დანაპირების შესრულება - თამარ კორძაია

უნდა მიიღოს თუ არა, კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ - რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივნის თამარ კორძაიას განცხადებით, ეს საკითხი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა საქართველოს განვითარებისთვის, სწორედ ამიტომ დღეს ოპოზიციამ ხელისუფლებას შანსს კიდევ ერთხელ მისცა, რომელიც უმრავლესობამ უნდა გამოიყენოს.

მისი თქმით, "ევროპულმა საქართველომ" კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებით ძალიან გონივრული ნაბიჯი გადადგა. 

"სიმბოლურია ის, რომ სწორედ ერთი წლის თავზე, საქართველოს პარლამენტს, მაინც უწევს საკუთარი დანაპირების შესრულება. მე ვთვლი, რომ  "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილება ძალიან გონივრულია, ისინი კიდევ აძლევენ ხელისუფლებას შანსს, რომ გამოასწორონ ამდენი ტყუილია. ასევე ეს არის შანსი, რომ მათ გამოასწორონ პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებული საკითხები და შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება. 

ამ ერთმა წელმა გვაჩვენა, რომ ოპოზიცია ყოველთვის გონივრულ ნაბიჯს დგამდა, ხელისუფლება კი იყო ხისტი. მათ კარი ყოველთვის ჩაკეტილი ჰქონდათ საზოგადოებასთან. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას შანსს კიდევ ერთხელ აძლევს. მათ ეს შანსი კი უნდა გამოიყენონ, მარტო იმიტომ, რომ ეს ქვეყანა განვითარებას საჭიროებს," - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია. 

დღის ამბები