07 მაისი 2024,   02:53
ვრცლად
ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ნამდვილად-დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დავით ჭიჭინაძე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, მისი განცხადებით აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება 73 მაჟორიტარს აჯობოს 30-მა მაჟორიტარმა.

"ყველა ცვლილება უკეთესობას უნდა ემსახურებოდეს. სამწუხაროდ ძალიან გაუგებარია ეს ყველაფერი. არგუმენტი არ არსებობს 73 მაჟორიტარს, როგორ უნდა აჯობოს 30-მა. იყო 20 ივნისს აქ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა პროპორციულზე უნდა გადასულიყო, რაც გასაგები იყო. თუმცა ეს შუალედური არგუმენტი აბსოლუტურად გაუგებარია. მთელი ამდენი ცვლილება, რომელითაც "ქართული ოცნება" ამაყობდა, ტყუილად ჩატარებულა, როდის ვიტყუებოდით? დღეს თუ მაშინ? ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ნამდვილად,"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები