07 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
რუსთავი 2 მეგაშოუ "დიდი სცენის" მეორე სეზონს დღეიდან იწყებს

დღეიდან "რუსთავი 2-ზე" უპრეცენდენტო პროექტი "დიდი სცენა" ბრუნდება - მეგაშოუ, რომელიც მოკლე დროში, ქართულ ტელესივრცეში მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტი გახდა.

"რუსთავი 2" მეორე სეზონს იწყებს. მაყურებელი დღეს ნახავს ორნაწილიანი შესარჩევი ტურის პირველ სესიას. 5 ივლისს კი ლაივკონცერტები დაიწყება. სად და რა ფორმით გაიმართება ლაივკონცერტები, ამას პროექტის ორგანიზატორები სიურპრიზად ტოვებენ.

"არანორმალურად საინტერესო კონკურსანტები მოვიდნენ მეორე სეზონზე. მე ვფიქრობ, რომ ჟიურის ძალიან გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება და საუკეთესო ათეულის შერჩევა. ცვლილება გვაქვს ჟიურის წევრებში, ამასაც ნახავს მაყურებელი და არაჩვეულებრივი სამეულია შეკრებილი. ეთერში მაყურებელი ნახავს შესარჩევ ორ სერიას და ამის შემდეგ 5 ივლისიდან - ლაივკონცერტებს, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იქნება წინა სეზონისგან," - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მთავარი რეჟისორმა ნიკა ლომიძემ.

დღის ამბები