03 მაისი 2024,   03:25
ვრცლად
თუ ირანი თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ბოდიშს ოფიციალურად არ მოიხდის და კომპენსაციას არ გადაიხდის, კიევი საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით დაპირებებს არ შეასრულებს, ოფიციალური კიევი საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ირანმა ბოდიში ოფიციალურად უნდა მოიხადოს და სათანადო კომპენსაციაც გადაიხადოს. უკრაინის ლიდერის თქმით, ირანული მხარე ბორტის ჩანაწერების გადაცემის დაყოვნებას პანდემიას აბრალებს, თუმცა პრობლემა დაუსრულებლად ვერ მოიცდის.

უკრაინული "ბოინგი" თეირანთან ახლოს იანვარში ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო და კატასტროფის მიზეზად ადამიანური გადაცდომა დაასახელა.

დღის ამბები