03 მაისი 2024,   02:40
ვრცლად
გავრილოვი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჰარმონიაშია და ოპოზიციას ე.წ სატოპკეებს უწევს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე,  ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ გავრილოვი "ნაციონალური მოძრაობასთან" ჰარმონიაშია და ოპოზიციას" ე.წ სატობკეებს უწევს.

"შარშანდელმა წლის შემდეგ, რამდენიმე განცხადება გააკეთა გავრილოვმა და ყოველი თავისი განცხადებით, "სატოპკეებს" უწევს "ნაციონალური მოძრაობას" და ძალიან ჰარმონილებული არიან ისინი ერთმანეთში. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ხელს აძლევს ოპოზიციას, იმიტომ რომ მათ უჩენთ სპეკულაციის საგანს და ძალიან კარგად იკვეთება ვის ინტერესში რა შედის. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს 9 წლის მანძილზე ვინ აკეთებდა რუსულ საქმეს საქართველოში და ვინ აკეთებს ახლა, უკვე ოპოზიციის რანგში, რუსულ საქმეს საქართველოში. სწორედ ეს პოლიტიკური ძალა იყო, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარა რუსეთის ფედერაციას, უმსხვილესი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები ჩააბარა რუსეთს და 2012 წლიდან თითოეული მათი ნაბიჯი, ემსახურება რუსულ სამეს და ინტერესებს საქართველოში. 

მაგდლობა ღმერთს, დღეს არის საქართველოში ხელისუფლება, რომელსაც აქვს დასავლური ღირებულებები და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, გაამყაროს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ყველაფერი კეთდება, რომ განხორციელდეს არ აღიარების პოლიტიკა და ამ ყველაფერს აკეთებს მოქმედი ხელისუფლება,"-განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებემა მდივანმა "დღის კურიერში".

შეგახსენებთ, სერგეი გავრილოვი საქართველო-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობის ნორმალიზების ინიციატივით გამოდის. 20 ივნისის მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი ამტკიცებს, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ფარსი აღმოჩნდა, რადგან რიგითმა მოქალაქეებმა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ ადამიანებს მხარი არ დაუჭირეს. მისივე თქმით, ანტირუსული ისტერია საქართველოში მალე გაქრება, გამოსავალი კი რუსეთთან სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენაა, რაც მისი აზრით ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი საქართველოს შენებას. ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ამბობს, რომ მომავალი რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობაშია.

 

დღის ამბები