18 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
სერგეი გავრილოვი მომავალს რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობაში ხედავს

რუსეთის დუმის "კომუნისტური პარტიის" დეპუტატი 20 ივნისის ღამიდან ერთი წლის თავზე გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

სერგეი გავრილოვის სიტყვებით, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ფარსი აღმოჩნდა, რადგან რიგითმა მოქალაქეებმა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ ადამიანებს მხარი არ დაუჭირეს.

კომუნისტი დეპუტატის განცხადებით, "ანტირუსული ისტერია" მალე გაქრება, გამოსავალი კი რუსეთთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენაა, რაც მისი აზრით, ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი საქართველოს შენებას.

რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალი რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობაშია.

დღის ამბები