03 მაისი 2024,   06:41
ვრცლად
როგორ მიიღებენ კარანტინში მყოფი პირები არჩევნებში მონაწილეობას - პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პაკეტის ინიცირება მოხდება

როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი კარანტინში მყოფი პირების მიერ ხმის მიცემის უფლება და რა წესები უნდა იყოს დაცული საარჩევნო უბანზე - პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პაკეტის ინიცირება მოხდება.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იგეგმება არაერთი შეხვედრა სპეციალისტებთან, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარებას.

რეგულაციებით კი კიდევ ერთხელ გამყარდება საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება, მისი დაცულობა და ჩატარება თავისუფალ გარემოში.

"პრაქტიკულად ყველა მხარე იზიარებს ამ პრობლემებს და მისი გადაჭრის პრინციპებს. ამ რეგულაციებით საარჩევნო პროცესის დაცულობას უზრუნველვყოფთ. ეს რეგულაციები არ შეზღუდავს საარჩევნო უფლებების განხორციელებას,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აუცილებელია რისკების შემცირებისთვის საარჩევნო პერიოდში, შემუშავდეს რეკომენდაციები.

"უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რომელიც საარჩევნო პროცესზე ეპიდემიის გავრცელების რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს, ამიტომაც შეიქმნა ეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს რეკომენდაციებზე, როგორც არჩევნების პერიოდში ასევე წინასაარჩევნო პერიოდშიც,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები