06 მაისი 2024,   01:20
ვრცლად
კოვიდ ფონდს ვინახავთ მეორე ტალღისთვის, ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა არის არაპროგნოზირებადობა - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 560 ათასმა ადამიანმა მიიღო დახმარება. პრემიერის თქმით, თანხების გადარიცხვა ფინანსთა სამინისტროს მიერ ხაზინიდან განხორციელდა. 

გარდა ამისა, გიორგი გახარია კოვიდ ფონდთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ თანხებს მეორე ტალღისთვის ინახავენ, რითაც ქვეყნის ფინანსური მდგრადობა უზრუნველყოფილია. 

"სამწუხაროდ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, როგორც სოციალური დახმარების, მოქალაქის ასევე ეკონომიკური ნაწილის ბიზნესის დახმარების, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო ციკლში ვართ და ხელწამოსაკრავი ჰგონიათ, სინამდვილეში ეს ასე არ არის. რეალურად, დღემდე 560 ათასმა ადამიანმა მიიღო დახმარება, ეს არის ფინანსთა სამინისტროს მიერ ხაზინიდან განხორციელებული გადარიცხვები. შეიძლება ბევრი ვიდაოთ ცოტაა, ბევრია, საკმარისია, ვიღაცა შეიძლება 10 ათასს მისცემდა, დაპირდებოდა ყოველ შემთხვევაში, აქედან 89 ათას 336 თვითდასაქმებულს ჩაერიცხა 300 ლარი, ერთჯერადი დახმარება, 90 ათას 775-ს ჩაერიცხა 200 ლარი, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჯამში იქნება 1200 ლარი, 196 ათას 496 ადამიანს, ეს არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ 65-დან 100 ათას ქულამდე, ჩაერიცხა დახმარება, 22 ათას 900 ადამიანს, მრავალშვილიან ოჯახს ჩაერიცხა დახმარება, 42 ათას შშმ პირს და შშმ ბავშვს ჩაერიცხა დახმარება, 28 ათასმა ფერმერს დაერიცხა 200 ლარი ჰექტარზე დახმარება, 72 ათასმა ფერმერმა ისარგებლა აგრო დიზელით და ა.შ. 

არავინ არ მოგვიტყუებია, ბოლომდე მივყვებით, ჯერ დროც გვაქვს, ყველა ადამიანამდე მივალთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რამდენჯერმე გაისმა, რომ კოვიდ ფონდის თანხებს რას უპირებთ, ან რისთვის ინახავთ. ჯერ ერთი, ვინახავთ მეორე ტალღისთვის, მოგეხსენებათ, ამ კრიზისის ყველაზე დიდი  გამოწვევა არის არაპროგნოზირებადობა და ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ წლის ბოლომდე, ფინანსური მდგრადობა ქვეყნის არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი, - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

დღის ამბები