06 მაისი 2024,   01:17
ვრცლად
"ავთო წერეთელი ჩემი დიდი ხნის მეგობარია" - აფინანსებს თუ არა მამუკა ხაზარაძე "TV პირველს"

"ღამის კურიერიერის" წამყვანმა ირაკლი იმნაიშვილმა პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას "Tv პირველთან" კავშირი და აფინანსებდა თუ არა მედიასაშუალებას, რაზეც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ტელევიზიას არ აფინანსებს და არავითარი ფინანსური გადაკვეთა მათთან არ აქვს. 

"ტვ პირველს, თუ ჩვენი კომპანიები რეკლამას აძლევენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ. არანაირი სხვა კავშირი ჩვენ მასთან არ გვქონია, გარდა იმისა, რომ ავთო წერეთელი არის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი და არაჩვეულებრივი ადამიანი. სხვა არანაირი ფინანსური ამბავი მე მათთან არ მაკავშირებს,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები