06 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
შეიძლება იყოს ვიღაცის სტაფერის სუბიექტური დამოკიდებულება - მდინარაძე საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ს თავდაცვის აქტის შესწორებაზე

აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორებას, რომელიც საქართველოს შეეხება და სადაც თანამშრომლობის გაგრძელებისთვის საქართველოსგან აღებული პირობების შესრულებას მოითხოვენ, გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ინიცირება, რომელიც სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის, შესაბამის გადაწყვეტილებაში ასახვას ვერ პოვებს. მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები შეიძლება, იყოს "სტაფერის სუბიექტური დამოკიდებულება".

ინიციატივაში მოყვანილი შეფასებისგან განსხვავებით, სადაც აღნიშნულია, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებული არაა, რადგან გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაშია, მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა ყველა პირობა შეასრულა.

"დარწმუნებული ვარ, ეს ინიცირება ვერ ჰპოვებს ასახვას შესაბამის გადაწყვეტილებაში. იმიტომ სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამ ბოლო დროს, შეიძლება იყოს ცალკეულ შემთხვევებში არასწორი ინფორმაცია, ვიღაცის სტაფერის სუბიექტური დამოკიდებულება, რომელზეც ვნახეთ თავად კონგრესმენების განმარტებები, რომ იყო სტაფერის შედგენილი. შეიძლება, უბრალოდ, საკანონმდებლო პროცედურები არ იძლეოდეს საშუალებას, რომ სწრაფ დროში მსგავსი ინიცირება ასახული იყოს გადაწყვეტილებაში,ჩვენ უკვე ორშაბათს პროცესს დავასრულებთ, ყველა პირობა შევასრულეთ", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები