06 მაისი 2024,   01:45
ვრცლად
სიცრუეა, რომ რაღაც პირობითობაზეა საუბარი - ზალკალიანი საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ს თავდაცვის აქტის შესწორებაზე 

აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორება, რომელიც საქართველოს შეეხება და სადაც თანამშრომლობის გაგრძელებისთვის საქართველოსგან  აღებული პირობების შესრულებას ითხოვენ, გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.​

საგარეო საქმეთა მინისტრიო დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ეს მხოლოდ შესწორებებია და არა საბოლოო დოკუმენტი, ამასთან ადასტურებს რომ შესწორებებში 8 მარტის შეთანხმებაზეა საუბარი, თუმცა მიიჩნევს, რომ აშშ საქართველოს თანამშრომლობის პირობებს არ უყენებს და სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება.

"შესწორებებიც გულდასმით და ზუსტად რომ  წაიკითხოთ, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რაზეა საუბარი. საუბარია საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, უნდა აღინიშნოს, საუბარია გიორგი რურუაზეც და არა ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, საუბარი არის, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი იღებენ სხვადასხვა სამონიტორო მისიებისგან და სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისგან, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებთან დაკავშირებით. იქ არ არის საუბარი პოლიტპატიმარზე და მე მინდა ეს ძალიან მკაფიოდ იყოს განმარტებული. ამიტომ იმის წარმოჩენა, რომ იქ რაღაც პირობითობაზეა საუბარი, ეს არის სიცრუე. ეს არის შესწორება და გავა თუ არა კიდევ სხვა საკითხია," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები