06 მაისი 2024,   01:20
ვრცლად
პირი რომელიც გორში ენმ-ს ოფისს დაესხა თავს "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია - დავით ბასიშვილი 

"ნაციონალური მოძრაობის წევრის", პარლამენტის დეპუტატის ბადრი ბასიშვილის თქმით, გორში პარტიის ოფისზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. აღნიშნული განცხადება ბასიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, თავდამსხმელი არის დავით შოთაშვილი, რომელიც 2012 წლიდან "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია და მათ ყველა აქტივობაში იყო ჩართული. უფრო მეტიც, როდესაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ბატონი დავითი გორის მერიის ერთ-ერთ ა(ა)იპი-ში იყო დასაქმებული. ბასიშვილმა  მომხდარზე პასუხისმგებლობა მხარის რწმუნებულს და მის ძმას დააკისრა.

"დღეიდან, რაც კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მისამართით იქნება განხორციელებული ამგვარი ინციდენტები, მე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ძმებ ხოჯევანიშვილებს, ვინაიდან მათი და სუს-ის გარეშე, ასეთი დაგეგმილი ინციდენტები არ ხდება. სწორედ მათი დავალებით შესაძლებელია მომხდარიყო გუშინდელი ფაქტი," - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.

დღის ამბები