06 მაისი 2024,   03:30
ვრცლად
ემიჯნებიან, თუ არა საარჩევნო სისტემის ჩაგდების გეგმას - არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციას მკაფიო განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს

სენატორი რიშის განცხადებას და საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის საკითხს ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩის კომენტარზე ოპოზიციის რეაქციას აფასებს და იმ განცხადებასაც პასუხობს, რომლითაც დღეს მმართველ გუნდს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს. თალაკვაძე ამ განცხადებებს პოლიტიკურ შეცდომას და კოორდინირებულ დესტრუქციულ ქმედებას უწოდებს:

"ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, 6 წლის შემდეგ, გერმანიის ელჩზე შეტევა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს - გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია. ეს არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა. მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 6 წლის შემდეგ, საქართველოს აქვს უფრო ძლიერი დემოკრატია, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტი და მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან. ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და გვაქვს სამოქმედო გეგმა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უცვლელია!

ძველი ოპოზიციის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე და საკონსტიტუციო ცვლილებების ბლოკირებაზე გაკეთებული განცხადება უკვე მეორეა, რითაც საბოლოოდ აიხსნება, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას და ახალ საარჩევნო სისტემას. იკვეთება, რომ ეს არის კოორდინირებული და თუ "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან მკაფიო განცხადებები არ გაკეთდება, ემიჯნებიან თუ არა "საარჩევნო სისტემის ჩაგდების" გეგმას, ჩავთვლით, რომ ეს სწორედ მათი გეგმაა. ამ ფონზე, ჩვენი პირობა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებისას დავდეთ, რომ მხარი დავუჭიროთ და დავამტკიცოთ საკონსტიტუციო ცვლილებები - ძალაშია და ორშაბათს ჩვენს პოზიციას კენჭისყრით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები