06 მაისი 2024,   02:41
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებული მედპერსონალის რაოდებობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით მე-15 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. 82 წლის კაცს კორონავირუსი მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც სომხეთიდან დაბრუნდა.

პაციენტი თავდაპირველად რუსთავის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, ხოლო 14 ივნისს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მცხეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

პაციენტი ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ექიმების თქმით, მამაკაცს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რაც ვირუსის დადასტურების შემდეგ გამწვავდა. 

"მამაკაცს გულის მძიმე უკმარისობა ჰქონდა, მძიმე იშემიური დაავადება. თირკმლების უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია და მოციმციმე არითმიის პერმანენტული ფორმა. პაციენტი შემოსვლის დღიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თავიდანვე იყო მძიმე პაციენტი,"- უთხრა "კურიერს" მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ.

ბოჭორიშვილის კლინიკაში კი ინფიცირებული მედპერსონალის რაოდებობა გაიზარდა, სადაც კორონავირუსი კიდევ ერთ ქალს დაუდასტურდა. ის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხიდან არის და ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობდა. ეს სოფელ მეტეხში კორონავირუსის დადასტურების მეშვიდე შემთხვევაა. 

ინფიცირებული ქალის ოჯახის ხუთივე წევრის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

დღის ამბები