05 მაისი 2024,   12:44
ვრცლად
ხაშურში "ლელო საქართველოსთვის" რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ხაშურის რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა.

მამუკა ხაზარაძემ დღეს "ლელოს" რიგით 23-ე წარმომადგენლობა ხაშურში ოფიციალურად გახსნა. პარტიის თავმჯდომარემ და ლიდერებმა ბადრი ჯაფარიძემ, კახა კოჟორიძემ, საბა ბუაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და "ლელოს" ხედვა და სამომავლო მიზნები გააცნეს. 

პოლიტიკურ მოძრაობას "ლელო საქართველოსთვის" დაგეგმილი აქვს ამომრჩეველთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით. კამპანია "ახალი ძალა ახალი იმედით" გრძელდება პარტიის ლიდერების, რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების და მხარდამჭერების მონაწილეობით.

დღის ამბები