06 მაისი 2024,   02:37
ვრცლად
საქართველო COVID-19-ის მხრივ სტაბილური ქვეყნების მსოფლიო ხუთეულში შევიდა - კორონავირუსის განვითარების პროგნოზირება რთულია

კლინიკური შემთხვევების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე ჯანდაცვაზე დატვირთვა ახლა მცირეა, თუმცა საქართველო ყველა სცენარისთვის ემზადება.

როგორც ქვეყნის მთავრი ინფექციონისტი ამბობს, საქართველო დღეს მსოფლიოში თითით საჩვენებელი ქვეყანაა.

საქართველო ხუთ ქვეყანასთან - უნგრეთთან, სლოვაკეთთან, ესტონეთთან და ლატვიასთან ერთად სტაბილური სიტუაციის სახელმწიფოდ მოიხსენიება, თუმცა რეგულაციების დარღვევას და მომატებული შემთხვევების დროს დაგვიანებულ რეაგირებას ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და ეპიდსიტუაციის შეცვლა მოჰყვება.

სპეციალისტები მუდმივ მზადყოფნაზე საუბრობენ. ვირუსის უნარჩვევები უცნობია და არავინ იცის რა გამოვლინება ექნება მომავალში.

კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე სწრაფად ვრცელდება. ექიმები, რომელთაც ინფიცირებულ პაციენტებთან ყოველდღიური შეხება აქვთ ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი თეორიულად არსებობს, თუმცა საქართვლოს ეს არ ემუქრება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს გაფრთხილებას აძლევს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 30 ქვეყანაში ახალი შემთხვევების მატება შეინიშნება. აქედან 11 ქვეყანაში კორონავირუსის გადაცემის დაჩქარებულმა ტემპმა ვირუსის მნიშვნელოვანი გამოცოცხლება გამოიწვია.

ქვეყნები კოლაფსის წინაშე იმ შემთხვევაში დადგებიან, თუ მდგომარეობა კონტროლს არ დაექვემდებარება.

დღის ამბები