27 აპრილი 2024,   02:29
ვრცლად
მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლო გადაწყვეტს არის თუ არა დამნაშავე გიორგი რურუა - გიორგი ვოლსკი

18 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთობლივი განცხადებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება უკვე შესრულებულია.

"8 მარტის შეთანხმება შესრულებულია. ჩვენ აღვასრულეთ 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ის, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ ამ კენჭისყრაში. თუმცა, ჩვენ მიუხედავად მათი ძალისხმევისა,  მოვახერხეთ და ერთპარტიულად აღვასრულეთ, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელ დეპუტატებთან და 2 ფრაქციასთან ერთად, ისინი ვერ გაექცევიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის თქმით, მართლმსაჯულება პოლიტიკურ დაკვეთებს წინა ხელისუფლების დროს ასრულდება, რაც ამჟამინდელი ხელისუფლების დროს შეიცვალა.

"პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში იყო მათი მმართველობის დროს და გათავისუფლებასაც, დაჭერასაც, წამებასაც, კონკრეტული ადამიანების სიკვდილსაც, მათ გაპარტახებას და ქონების ისინი წყვეტდნენ ხელისუფლებაში. ეს დრო აღარ არის, გადაწყვეტს სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით, დამნაშავეა თუ არა დამნაშავე გიორგი რურუა," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. 

18-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა. "8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს," - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტიკური ძალები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეული შედეგია, გიორგი რურუას გათავისუფლება კი პრინციპულ საკითხად რჩება.

დღის ამბები