27 აპრილი 2024,   03:23
ვრცლად
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე კრიტიკას თურქეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად აფასებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე კრიტიკას თურქეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად აფასებს. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს როგორც მუსლიმთა უფლებების, ისევე სხვა სარწმუნოების წარმომადგენლების დაცვას. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას წინ საბერძნეთის, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის შეშფოთება უძღოდა. დასავლეთმა ანკარას მოუწოდა, რომ აია სოფია ყველასთვის ღია უნდა დარჩეს. 

თურქეთში ბევრს მიაჩნია, რომ აია სოფიას ამჟამინდელი სტატუსი ქვეყნის სეკულარული კონსტიტუციის სიმბოლოა.

აია-სოფია წარმოადგენს ბიზანტიური "ოქროს საუკუნის" სიმბოლოს. ტაძარი შენდებოდა 324-337 წლებში. კონსტანტინოპოლის დაცემამდე ეს იყო უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. 1453 წლის 29-30 მაისს ოსმალეთის სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით გადაკეთდა მუსლიმურ სალოცავად. ამის შემდეგ მას მიაშენეს ოთხი მინარეთი.

1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და ის მუზეუმი გახდა. აია-სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკომ სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად "მსოფლიო მემკვიდრეობის" ნუსხაში შეიტანა. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მუსლიმური რელიგიური რიტუალების აღსრულება.

დღის ამბები