27 აპრილი 2024,   00:26
ვრცლად
სვანეთში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი, ასევე 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლის ქრობის სამუშაოების ძლიერი სიცხე, ქარი და რელიეფი ართულებს. მათივე ცნობით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

 

 

დღის ამბები