10 მაისი 2024,   22:38
ვრცლად
იმ ფაქტმა, რომ მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას შეუერთდა, წაშალა ყველანაირი ზღვარი, რომელიც არსებობდა ზურაბიშვილსა და რადიკალურ ჯგუფებს შორის - გივი მიქანაძე

ნიკა გვარამიას ახალ მოძრაობას, ამჯერად სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი შეუერთდა.

ყოფილი მოსამართლე პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავდა, სადაც ზურაბიშვილის მიერ უნებართვო ვიზიტების საკითხი განიხილებოდა. "მთავარი არხის" დამფუძნებლის გვერდით კოპალეიშვილის გამოჩენამ, მმართველი გუნდი ზურაბიშვილისა და ოპოზიციის კავშირებში კიდევ ერთხელ დაარწმუნა.

"სალომე ზურაბიშვილი ემზადება, რომ გადაინაცვლოს ოპოზიციურ სპექტრში და შესაბამისად, ამ კონკრეტულმა გადაწყვეტილებამ, რომ მაია კოპალეიშვილი შეუერთდეს ნიკა გვარამიას, ცხადად წაშალა საზოგადოებაში ყველანაირი ზღვარი, რომელიც არსებობდა ზურაბიშვილსა და იმ რადიკალურ ჯგუფებს შორის, რომელსაც ნიკა გვარამია ხელმძღვანელობს. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს თავისი უფლებამოსილებები გამოიყენოს იმისთვის რომ ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი გააძლიეროს. მაგრამ ცხადად ვხედავთ, რომ ყველანაირი ზღვარი ამ სუბიექტებთან მისი მხრიდან წაშლილია. ზურაბიშვილი მათ პოზიციებს იჭერს და შესაბამისად ემზადება მათ რიგებს შეუერთდეს ახლო პერიოდში", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

დღის ამბები