10 მაისი 2024,   22:31
ვრცლად
დარწმუნებული ვარ არავინ დარჩება ისეთი, ვინც არ იბრძოლებს "ქართული ოცნების" ოჯახში საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის პარტიულ აქტივთან - პარტიის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა სამომავლო გეგმებზე ამჯერად ზუგდიდში ისაუბრეს.

როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის "ქართული ოცნების" ყველა წევრი იბრძოლებს:

"დავიწყებთ მომდევნო თვეებში არჩევნებისთვის მზადებას და დარწმუნებული ვარ, რომ არავინ დარჩება ისეთი, ვინც არ იბრძოლებს ჩვენს აქტივში - "ქართული ოცნების" ოჯახში, საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის. ეს შემართება ამ შეხვედრაზეც გამოკვეთილად ჩანდა და დიდი მადლობა "ქართული ოცნების" დიდი ოჯახის თითოეულ წარმომადგენელს. განსაკუთრებით ნეგრელებს და სვანებს,"- განცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები