10 მაისი 2024,   23:57
ვრცლად
183 000-ზე მეტ მოქალაქეს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება - რას ასახელებენ ეკონომისტები რეფინანსირების განაკვეთის კლების მთავარ მიზეზებად

საქართველოში მცხოვრებ დაახლოებით 200 000-სს ადამიანს, სესხის პროცენტი შეუმცირდება. ეროვნული ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტისა და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელზე შენარჩუნება, ლარის კურსის სტაბილურობა - ის ფაქტორებია, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა სესხები დააკორექტირა. ოპოზიციისთვის, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მათი შეფასებით, ეროვნული ბანკი სესხებს ხელოვნურად ამცირებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია სპეკულირების გზით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას არარეალური ციფრებით ცდილობს. სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა ბოლო პერიოდში, საქართველოში ინფლაციის დონის შემცირების დადებით ტენდენციაზე გაამახვილეს ყურადღება და განაცხადეს, რომ პანდემიისა და რეგიონში ომის პირობებში, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება ქვეყნის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. "ქართულ ოცნებაში" დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში არსებული ინფლაციის მაღალი დონეც გაიხსენეს და განმარტეს, რომ ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება, მოსახლეობის შემოსავლებზე დადებითად აისახება.

რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, ექსპერტების შეფასებით ეკონომიკის გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს. ეკონომისტები განმარტავენ, რომ ახლა მოსახლეობა საინვესტიციო, თუ სამომხმარებლო გადაწყვეტილებებს უფრო დაბალ პროცენტში მიიღებს რაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის დონესაც გაზრდის.

0.75 პუნქტით შემცირების შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

 

 

დღის ამბები