28 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა - BBC-ის ცნობით, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი თავდასხმის 2 მონაწილე ლიკვიდირებულია

133 გარდაცვლილი და 50 იდენტიფიცირებული - "კროკუს სითი ჰოლის" ტერიტორიაზე სამძებრო ოპერაცია გრძელდება. რუსული მედიის ცობით, 100-ზე მეტი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.

BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილე, სულ მცირე, ორი პირი მოკლულია. გამოცემის ცნობით, ერთი თავდამსხმელი შემთხვევის ადგილას დაიღუპა, მეორე კი – ბრიანსკის ოლქში, ადგილზე, სადაც პოლიციამ სავარაუდო ეჭვმიტანილთა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა.

24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

რუსეთში განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პუტინი თანამოქალაქეებთან შეხვედრის და მათთვის მიმართვის ნაცვლად, 24 საათის განმავლობაში დუმდა და ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს უკრაინასთან.

"რაც გუშინ მოსკოვში მოხდა, აშკარაა, რომ პუტინი და სხვები უბრალოდ სხვაზე დაბრალებას ცდილობენ. მათი მეთოდები ყოველთვის ერთი და იგივეა. ეს ყველაფერი ადრეც გვინახავს, დანგრეული შენობები, სროლები და აფეთქებები და ისინი ყოველთვის ფიქრობენ ვის დააბრალონ. ასიათასობით საკუთარი ტერორისტი ჩამოიყვანეს აქ, უკრაინის მიწაზე, ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად და არ აინტერესებთ რა ხდება საკუთარ ქვეყანაში. გუშინ, ეს ყველაფერი რომ მოხდა, იმის მაგივრად, რომ რუს თანამოქალაქეებს შეხვედროდა და მათთვის მიემართა, პუტინი 24 საათის განმავლობაში დუმდა და ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს უკრაინასთან", - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები