27 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი -  ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი "სერიული განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის" წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან ძალადობა პოლიციის მიმართაც სცადა და სამართალდამცველის დაჭრაც სურდა. 

საბერძნეთის ტელევიზიის ინფორმაციით, დაკავებული მომხდარის შემდეგ სკოლის სარდაფში იმალებოდა. მისი ჩხრეკისას ამოღებულია დანაშაულის იარაღი - ჩაქუჩი და ორი დანა, ასევე ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი. 

მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. თავდამსხმელის უმცორს ძმას კონფლიქტი ჰქონდა ამავე სკოლის მოსწავლე ნიგერიელ მოზარდთან, რის გამოც 19 წლის ქართელი მას სასტიკად გაუსწორდა. 

მას ბრალი სერიული განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ნარკოტიკისა და ცივი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარუდგინეს.

დღის ამბები