27 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
ბერძნებთან მოპოვებულმა გამარჯვებამ, ქვეყანა გააერთიანა - 2024 წლის 26 მარტს, საქართველოში 1981 წლის 13 მაისი განმეორდა

2024 წლის 26 მარტს, საქართველოში 1981 წლის 13 მაისი განმეორდა. ფეხბურთმა, 43 წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყანა ზუსტად ისე გააერთიანა, როგორც 26 მარტს, ბერძნებთან მოპოვებულმა გამარჯვებამ.

დიუსელდორფის მატჩის შემდეგ, მრავალი წელი ახალი გამარჯვების მოლოდინში გავიდა. ოცნება ასრულდა. მოხდა ის, რასაც მთელი ქვეყანა, დიდი ხანი მოუთმენლად ელოდა.

26 მარტს, დინამო არენაზე ეროვნულმა ნაკრებმა უკომპრომისო ორთაბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით, ისტორია დაწერა და გერმანიაში გასამართ ევროპირველობაზე, კონტინენტის საუკეთესო გუნდებს შორის ადგილი დაიმკვიდრა.

ემოციებს ვერ მალავდნენ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით აღფრთოვანებული კომენტატორები. საქართველოს ევროპული გამარჯვება მთელმა მსოფლიომ გაიზიარა.

დღის ამბები