27 აპრილი 2024,   11:34
ვრცლად
ახლო მომავალში გვეცოდინება და საჯაროდ განვაცხადებთ, რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრისთვის ბილეთების გაცემა - ლევან კობიაშვილი "ევრო 2024"-ის მატჩზე

სად გაიყიდება ევრო 2024-ის ბილეთები ქართველი გულშემატკივრისთვის - ამ კითხვას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში უპასუხა.

მისი თქმით, "UEFA-სთან" კომუნიკაცია უკვე დაწყებულია და ფეხბურთის ფედერაცია დეტალებთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში გაავრცელებს ოფიციალურ განცხადებას.

"თამაშის შემდეგ უამრავი მესიჯი, ზარი და ინფორმაცია შემოდიოდა. "UEFA-სთან" კომუნიკაცია დაწყებული გვაქვს და ახლო მომავალში გვეცოდინება და ამას, რა თქმა უნდა, საჯაროდ განვაცხადებთ, თუ რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრისთვის ბილეთების გაცემა, რა პლატფორმებზე იქნება ამის საშუალება.

სავარაუდოდ, თავად UEFA აორგანიზებს და ალბათ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება - თავიანთ პლატფორმებზე გაყიდიან ბილეთებს. დღეს გამიჭირდება რამე კონკრეტული გითხრათ, თუმცა შემიძლია ვთქვა ის, რომ ყველა თამაშზე როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის გულშემატკივრებს, თანაბრად უნაწილდება ბილეთები.

რაღაც ნაწილი საჯარო სივრცეში გადის, სავარაუდოდ, გაიყიდება, რაღაც ნაწილს თავად UEFA იტოვებს თავიანთი პარტნიორებისა და სპონსორებისთვის. ამ ყველაფერზე ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას და  ნებისმიერ გულშემატკივარს ექნება სრული ინფორმაცია,"- აცხადებს ლევან კობიაშვილი.

დღის ამბები