27 აპრილი 2024,   11:10
ვრცლად
ცნობილია, სად და როდიდან შეგეძლებათ ბილეთების ყიდვა შეკვეთილში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტზე

Black Sea Arena და Live Nation-ი მსმენელს შეკვეთილში ზაფხულის მუსიკალურ სეზონს წარმოუდგენს. Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის ვარსკვლავური თარიღები უკვე ცნობილია.

OneRepublic / 10 მაისი / Black Sea Arena

2024 წლის თანავარსკვლავედის 4 ბენდი უკვე ცნობილია. Starring Georgia-ს მუსიკალურ სეზონს შეკვეთილში ამერიკული პოპ როკ ბენდი OneRepublic-ი გახსნის. ჯგუფის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება კომპოზიციას Apologize უკავშირდება, რომელმაც ბენდს პირველი გრემის ნომინაცია და სადებიუტო ალბომის გამოცემის მოტივაცია მისცა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ბენდის სოლისტი Ryan Tedder, რომელმაც სხვადასხვა თაობის საყვარელ ჰიტებზე ისეთ დიდ არტისტებთან იმუშავა, როგორებიცაა: Beyoncé, Adele, Taylor Swift, Maroon 5, James Blunt და სხვა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი ბენდის მოსმენის შესაძლებლობა, ქართველ მელომანებს პირველად საქართველოში Black Sea Arena-ზე ექნებათ.

Scorpions / 31 მაისი / Black Sea Arena

Scorpions - გერმანული, ლეგენდარული ჰარდ-როკ ბენდი, რომელმაც Black Sea Arena-ს 10 000 მაყურებლიანი დარბაზი ერთხელ სრულად გაავსო, შეკვეთილს მეორედ 31 მაისს ესტუმრება. ყველა ასაკისა და თაობისთვის საყვარელი შემსრულებელი ათეულობით მილიონი გაყიდული ჩანაწერით და 20-მდე გამოცემული სტუდიური ალბომით დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

Jungle / 18 აგვისტო /Black Sea Arena Front Stage

Brit Award-ის გამარჯვებული Jungle Black Sea Arena Front Stage-ზე წარდგება და შეკვეთილს საზაფხულო, ველური ენერგიით აავსებს. ქართულმა აუდიტორიამ ბრიტანული ბენდი ყველასთვის საყვარელი ჰიტით - Casio გაიცნო. თანამედროვე, მუდამ განვითარებადი ბენდი ყოველწლიურად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება, რისი დამსახურებითაც მსოფლიოს წამყვან ფესტივალებსა და საკონცერტო დარბაზებში ხშირად გვხვდება.

დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა, 29 მარტიდან, ეტაპობრივად დაიწყება.

პირველი ღონისძიება, რომლის ბილეთების შეძენასაც 29 მარტის დილის 10 საათიდან ვებგვერდებზე -BSA.ge და TKT.ge შეძლებთ OneRepublic-ია. BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთის შეძენას შეძლებთ.

უკვე მე-2 წელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia-ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის როგორებიც არიან: "Bruno Mars", "Imagine Dragons", "The Killers", "Damian Lazarus", "All Day I Dream".

დღის ამბები