27 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
თუ ამერიკას, ინგლისს, კანადას, საფრანგეთს სჭირდებათ ეროვნული უსაფრთხოების დაცვა უცხოური ძალებისგან და ფინანსებისგან, საქართველოს რატომ არ სჭირდება? - გურამ მაჭარაშვილი

ფრანგული კანონპროექტი საგარეო ჩარევისა და უცხოური გავლენის შესახებ - ემანუელ მაკრონის პარტიის ინიციატივამ, თბილისში, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაწყებული დისკუსია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შესახებ, კიდევ ერთხელ გააქტიურა.

"ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ თუკი სხვა ქვეყნებს სჭირდებათ ეროვნული უსაფრთხოების დაცვა უცხოური ძალებისგან და ფინანსებისგან, ის საქართველოსაც სჭირდება.

"თუ ამერიკას, ინგლისს, კანადას, საფრანგეთს სჭირდება ეროვნული უსაფრთხოების დაცვა უცხოური ძალებისგან და ფინანსებისგან, საქართველოს რატომ არ სჭირდება? ამიტომ, ჩვენ ვთქვით, რომ ეს სიმართლე უნდა გაეგო საზოგადოებას. რაც შეეხება ოპოზიციას, არსებობს ასეთი დაავადება აკვიატებული აზრები და რაც არ უნდა დაუდო, წინ მაინც ამბობენ, რომ ეს არის რუსული - ჩვენ მათ ამ ფსიქიატრიაში ვერ დავეხმარებით,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ფრანგმა კანონმდებლებმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. გამოცემა Euractiv-ი წერს, რომ საგარეო ჩარევის შესახებ მომზადებული დოკუმენტი ახალ მიდგომებს აწესებს. მაგალითად, უნდა შეიქმნას ციფრული ბაზა იმ აგენტებისა და ორგანიზაციების, რომლებიც შეიძლება იყვნენ უცხოური გავლენის ქვეშ. იგულისხმება უცხო ქვეყნის მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, კომპანიები ან კერძო პირები. სავალდებულო უნდა გახდეს პარლამენტისთვის უცხოური გავლენების შესახებ ანგარიშების ხშირი წარდგენა. ასევე, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მიეცემათ უფლებამოსილება, გაყინონ საეჭვო ფიზიკური თუ იურიდიული პირის ფინანსური რესურსები.

დღის ამბები