27 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
გრიგორიადისის საქმის პროკურორი: დღეს ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვისთვის მზად იყო, თუმცა ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვისთვის მზად იყო, თუმცა ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე, - აღნიშნულის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

პროკურორის თქმით, არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისია.

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მონაწილეობას, ეს მისი უფლებაა. დაცვის მხარემ მიუთითა 38-ე მუხლზე, რაც განსაზღვრავს ამ შემთხვევაში, ბრალდებულის უფლებებს. მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს პროცესში. ამ შემთხვევაში, ბრალდებულს ამის სურვილი გააჩნდა, თუმცა ვინაიდან მას არც ჯანმრთელობის მდგომარეობა და არც რაიმე სხვა გარემოება უშლიდა ხელს პროცესში მონაწილეობა მიეღო და ეს უბრალოდ მისი სურვილი იყო, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მოკლე ვადით, რამდენიმე დღით გადაედო პროცესი," - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა სურვილი გამოთქვა პროცესში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა. მოსამართლემ პროცესი 8 აპრილისთვის გადადო და ბრალდებული დისტანციურად არ ჩართო.

დღის ამბები