27 აპრილი 2024,   11:10
ვრცლად
გაყინული რუსული აქტივების მოცულობა 300 მილიარდი დოლარია, უკრაინის აღდგენა კი გაცილებით ძვირი ჯდება - უკრაინული მედია

ბოლო მონაცემებით, გაყინული რუსული აქტივების მოცულობა $300 მილიარდია. როგორც უკრაინული მედია წერს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული თანხა უკრაინის აღდგენისკენ მიიმართება, ის არ იქნება საკმარისი, ვინაიდან ქვეყნის აღდგენა გაცილებით ძვირი ჯდება.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ Ukrinform-ს ექსკლუზიურად განუცხადა, რომ, 2023 წლის ბოლოს, ქვეყნის რეკონსტრუქციისა და აღდგენის მთლიანმა ღირებულებამ $486 მილიარდს გადააჭარბა.

ირინა მუდრას თქმით, "ზარალისა და აღდგენის საჭიროებების სწრაფი შეფასების" (RDNA) მონაცემების თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით დადგინდა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება $486,2 მილიარდად არის შეფასებული.

დღის ამბები