27 აპრილი 2024,   11:15
ვრცლად
OneRepublic-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

10 მაისს Black Sea Arena ამერიკულ ბენდს - OneRepublic-ს უმასპინძლებს. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე TKT.ge და BSA.ge. მათი ფასი 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia-ს, TBC-სა და VISA-ს პარტნიორობის ფარგლებში, რამდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს:

-20% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისის Visa ბარათებით შეძენისას;
-30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე თიბისის მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით შეძენისას;
-30% VIP კატეგორიის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის და WM-ის Visa ბარათებით შეძენისას;
-15% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისის განაწილებით შეძენისას;
-ფასდაკლება არ მოქმედებს BSA.ge-ზე შეძენის შემთხვევაში.

ფასდაკლება იმოქმედებს 28 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით.

1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. TKT.ge-ზე ყველა კატეგორიის ბილეთის ყიდვას შეძლებთ, BSA.ge-ზე კი მხოლოდ Star Ring- ის კატეგორიის ბილეთები დაგხვდებათ. BSA.ge-ზე არ იმოქმედებს TBC VISA ფასდაკლება.

ალტერნატიული როკისა და პოპ მუსიკის ესთეტიკით გაჯერებული კოლექტივის საქართველოში ვიზიტი რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა.

One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3 მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით, Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, რისი დამსახურებითაც ბენდი ახალი თაობის საყვარელი პროექტიც გახდა. პარალელურად, ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე გახდა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5 დისკოგრაფიაში მოხვდა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი ბენდი Black Sea Arena-ს 10 მაისს ეწვევა.

უკვე მე-2 წელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia-ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის როგორებიც არიან: "Bruno Mars", "Imagine Dragons", "The Killers", "Damian Lazarus", "All Day I Dream".

დღის ამბები