27 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს დაავალა, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება უზრუნველყოს

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს დაავალა, ღაზაში შიმშილის თავიდან აცილების მიზნით, ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება უზრუნველყოს, - ამის შესახებ BBC წერს.

"ისრაელმა უნდა იმოქმედოს დროულად, რათა უზრუნველყოს გადაუდებელი აუცილებლობის საბაზისო მომსახურებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ისრაელის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ღაზაში არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებელი "ჰამასია". ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების "ხმელეთით, ზღვით და ცით" მიწოდების უზრუნველსაყოფად, მუშაობენ ახალ ინიციატივებზე და აფართოებენ უკვე არსებულებს.

დღის ამბები