27 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულ 2 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულ ორივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ თავად ბრალდებულებიც - ზურაბ ლეშკაშელი და ედუარდ ამოიანი. მათ დღევანდელ სასამართლოზეც დუმილის უფლება გამოიყენეს.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და, შესაბამისად, მათ მიმართ გამოყენებული იქნა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. საქმეში არსებულ ელექტრონულ საფულეებზე, სადაც ფიგურირებდა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ბრუნვა, წარმოადგენდა ბრალდებულის კუთვნილ საფულეებს და, სავარაუდოდ, აღნიშნულ საფულეებზე ირიცხებოდა დაზარალებულის კუთვნილი თანხები, რასაც ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ. ამ მომენტისთვის, გამოვლენილია 1 დაზარალებული და სხვა დაზარალებულების გამოვლენის მიზნით გრძელდება გამოძიება,"- აცხადებს საქმის პროკურორი გიორგი ჯავარაშვილი.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს. ისინი, გამოგონილი სახელებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, თანხებს არიცხვინებდნენ. მათ შორის, დაზარალებულია ავსტრალიის მოქალაქე, რომელმაც ქოლცენტრს 340 000 ლარზე მეტი ჩაურიცხა.

დაკავებულ ორ პირს 7-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები