27 აპრილი 2024,   11:05
ვრცლად
ნიკა გვარამიას ამ საქმის დასრულებას ვურჩევდი - სტრასბურგშიც არ იყო წასაღები - იაგო ხვიჩია

სტრასბურგის უარის შემდეგ ნიკა გვარამიას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წასვლას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმე, თავისი შინაარსით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ის ნიკა გვარამიას საქმის დასრულებას ურჩევს და ამბობს, რომ საქმე სტრასბურგში წასაღებიც არ იყო.

"როგორ შეიძლებოდა პოლიტიკური არ ყოფილიყო ნიკა გვარამიას საქმე, "ნაცმოძრაობის" მთავარი პროპაგანდისტის, რომელიც დაიჭირეს იმ მუხლით, რომლითაც სხვა არავინ არ ზის ციხეში და არც არავინ მჯდარა. შესაბამისად, როგორ შეიძლებოდა, ეს არ ყოფილიყო პოლიტიკური, თავისი შინაარსით? მე ვურჩევდი ნიკა გვარამიას, ამ საქმის დასრულება ჯობს, მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არც სტრასბურგში არ იყო წასაღები [საქმე]. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ამ ქვეყანაში უნდა ვცდილობდეთ სასამართლო ავაწყოთ," -ამბობს იაგო ხვიჩია.

შეფასებისგან თავს იკავებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტიის "სტრატეგია აღმაშენებელი" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე. ის ამბობს, რომ ნიკა გვარამია პოლიტპატიმარი იყო.

სტრასბურგის უარის შემდეგ, ნიკა გვარამია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიდის.

დღის ამბები