30 აპრილი 2024,   22:37
ვრცლად
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს

პარლამენტთან, სადაც "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ, პოლიციელს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

დაშავებულ სამართალდამცველს დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს.

მანამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ  პარლამენტთან დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.

 

დღის ამბები