საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მისი განცხადებით, დაკავებულები არიან ის პირები, რომლებმაც შსს-ს თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
"დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს ამ ეტაპისათვის დაკავებულთა რაოდენობის შესახებ და მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს. დაკავებულები არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს,"- განაცხადა ვაჟა სირაძემ.