01 მაისი 2024,   12:52
ვრცლად
მთელო მსოფლიო არის ამ კანონის მოწინააღმდეგე - რომან გოცირიძე

ოპოზიცია მმართველ გუნდს პარტნიორების მოწოდებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთელი მსოფლიო ამ კანონის მოწინააღმდეგეა.

"მთელო მსოფლიო არის ამ კანონის მოწინააღმდეგე. დემაგოგიურია განცხადებები, რომ არგუმენტები მოგვიყვანეთო - რა არგუმენტებია საჭირო, როდესაც პირდაპირ რუსული კანონია გადმოწერილი და რუსულ პრაქტიკას ნერგავენ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"გირჩის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ყოველდღიურად გამაოგნებელი კრიტიკა ისმი.

"მათი მეგობრები ვართ, მათთან ერთად ვმოძრაობთ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ გზაზე. რომ არ მოდიოდეს მათგან ყოველდღიურ რეჟიმში "ქოცების" პოზიციების პასუხად გამაოგნებელი კრიტიკა ჩვენი ქვეყნისადმი, თუ ეს ნაწილი დალაგდებოდა და ჩვენი პარტნიორებისთვის მისაღები იქნებოდა "ქართული ოცნების" პოზიციები, მაშინ, რასაკვირველია, საზოგადოება ბევრად უფრო ნაკლებად დაიძაბებოდა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები